შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის ყოფილ წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის ყოფილ წევრებს, კახეთი-იონის ფრანგული სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, ფრანგულმა მხარემ ისაუბრა მათ ამჟამინდელ საქმიანობაზე საქართველოში, კერძოდ კი, კახეთის რეგიონში, სადაც მათ მიერ გახსნილი მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი ფუნქციონირებს. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ფრანგული მხარის მიმართ საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის.
მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის ომზე უკრაინაში და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობას რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად. ფრანგულმა მხარემ წარმატება უსურვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები