„შთაგონება ჩემთვის ის თავისუფალი დროა, როდესაც ჩემი ხელით რაიმეს ვაკეთებ ან ვხატავ“ – საჩუქრად გაგზავნილი ნაძვის ხეების ამბავი

პროფესიით არქიტექტორია. ხელოვნებაბავშვობიდანვე უყვარდა. სხვადასხვა წრეზე დადიოდა, პატარპატარა გამოფენებიც მონაწილეობდა. შემდეგ ბათუმის კოლეჯში, დიზაინის ფაკულტეტზე თექის დამუშავება, ბისერზე მუშაობა, ქარგვა შეისწავლა.
ამ სასწავლებლს მოჰყვა ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლა. ტიხრული მინანქრის ფაკულტეტი. იქ არა მარტო მინანქარს, არამედ ძარწვას, ფერწერასა და გრაფიკას სწავლობდა.
ამის შემდეგ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეის არქიტექტურის ფაკულტეტდაასრულ.
ჩემი ოცნება იყო, მქონოდა ისეთი კუთხე, სახელოსნო, სადაც ჩემს ხელნაკეთ ნივთებს თავს მოუყრიდი.  სწავლის დასრულებისთანავე ჩემ ოჯახის წევრებმა საჩუქრის სახით სახელოსნო მომიწყეს. თავისუფალ დროს მოვდივარ და ჩემ საყვარელ  საქმეს ვაკეთებ“.მარიამ შერვაშიძის პერსონა.

 –  ადრეული ასაკიდან გიყვარდათ ხელოვნება, წრეებზეც დადიოდით…
– დიდი ოჯახი გვაქვს, რომ არა მათი მხარში დგომა და ხელშეწყობა,  ამ გზის ნახევარსაც კი ვერ გავივლიდი, მშობლებისგან ყოველთვის მხარში დგომას ვგრძნობდი,  ისევე როგორც –  ოჯახის სხვა წევრებისგან.
მე-5  კლასში ვიქნებოდი, როდესაც სტუდიაში დავდიოდი, სადაც ხატვას და თიხით  ძერწვას  ვსწავლობდი.  სახელოსნოს  და თიხის სუნი დღესაც კი მახსოვს, სტუდიაში სკოლის შემდეგ მისვლა  – განტვირთვა და გართობა იყო ჩემთვის. ბავშვობიდან  ყველაზე ნათლად მახსოვს  მეზობლის სახელოსნოში ხელოვნების გაკვეთილები, მხატვარ-დიზაინერი ნათია ბოლქვაძე fridanati  ხშირად გვახალისებდა მე და ჩემს  თანატოლებს.
დაგვიძახებდა სახელოსნოში, დაგვირიგებდა ფანქრებს, ფურცლებს და სხვადასხვა თემატიკაზე გვახატინებდა. გვქონდა თავისუფალი თემებიც. მის სახელოსნოში რომ შევიდოდი, ყველგან რაღაც განსხვავებულს და ჩემთვის უცხოს აღმოვაჩენდი ხოლმე. ყოველ მისვლაზე მეგონა, იცვლებოდა კედელი, სადაც სხვადასხვა ჟურნალის ფურცლები, ყდები თუ ნახატები  ჰქონდა გაკრული.
ყველაზე დასამახსოვრებელს ალბათ ამას გამოვყოფდი.
–  ჯერ ბათუმის ჩაცმააღკაზმულობის კოლეჯის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდით, შემდეგ – ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლაში,  ტიხრული მინანქრის ფაკულტეტზე
– სწავლის პერიოდში დამიგროვდა საჭირო ცოდნა-გამოცდილება. შესაძლებლობა მომეცა, გამეცნო ლექტორები და მხატვრები, რომლებიც მომავალ თაობას სასარგებლო ცოდნას გადასცემენ.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრეთ, პარალელურად ამზადებდით ხელნაკეთობებს. პირველი ნაკეთობანი…
– უნივერსიტეტში სწავლის  დროსაც,  დღესასწაულებზე, ყოველთვის ვპოულობდი დროს  და ვცდილობდი, ჩემი ხელით  შემექმნა დღესასწაულის განწყობის გამომხატველი რაიმე. უნივერსიტეტში  სწავლამდეც სხვადასხვა დეკორს  ვაკეთებდი  და მერეც.
–  ხელოვანთა ჯგუფებში თქვენი საახალწლო ნაკეთობები გამოჩნდა. რას ამზადებთ საახალწლოდ?
– დიდი ხანია, რამდენიმე გვერდზე ვარ და იქ ხშირად ტვირთავენ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთს. ახლობლების რჩევით, ხელოვანთა ჯგუფში ავტვირთე ჩემი რამდენიმე ნამუშევარი. საახალწლოდ  სხვადასხვა მასალით ვამზადებ  ნაძვის ხის სათამაშოებს, თოჯინებს და ნაძვის ხეებს.
– ნაძვის ხეებს უკვე მოწონებაც ხვდათ წილად…
– ძალიან მიხარია, თუ  მოსწონთ ჩემი ნამუშევრები. როცა რაიმეს კეთებას ვიწყებ, არასდროს  ვიცი, ბოლოს რა გამომივა, არ მაქვს  რაღაც ჩარჩო, რასაც  უნდა მივყვე, პირიქით, დაგეგმილად, როგორც მე მინდა, ისე ვერ ვაკეთებ. შთაგონება ჩემთვის ის თავისუფალი დროა, როდესაც ჩემი ხელით რაღაცას ვაკეთებ, ვხატავ ან სხვა…
საინტერესოს რას გაიხსენებთ?
– ერთხელ ჩემი შვილის კლასში ახალი წლის პერიოდში დამრიგებელი  საქველმოქმედო გამოფენა- გაყიდვას ატარებდა, უნდა დახმარებოდნენ ბავშვს, მისი თხოვნით, საახალწლო თემატიკაზე რაღაც უნდა მიეტანა.
მე და ნუცამ გადავწყვიტეთ ნაძვის ხის გაკეთება და გამოფენაზე მივიტანეთ ჩვენი საერთო ნამუშევარი. ძალიან მოეწონათ დამთვალიერებლებსაც და მასწავლებელსაც. ერთ პედაგოგს ისე დასწყდა გული, რომ გაიყიდა და ვერ შეძლო მისი შეძენა, გადავწყვიტეთ, მისთვისაც დაგვემზადებინა ნაძვის ხე. სახლში ჩემებსაც მოეწონათ და სახლისთვისაც გავაკეთეთ, მეგობრებს – საჩუქრად გავუგზავნეთ და ასე აგორდა ნაძვის ხეების ამბავი.
– რაზე მუშაობთ ამჟამად?
– გადართული ვარ საახალწლო მზადებაზე. ვქმნი საახალწლო ნაძვის ხეებს, სათამაშოებს და სხვა სილამაზეებს. მადლობა ყურადღებისთვის და მიხარია, რომ მოგწონთ, რასაც ვაკეთებ…
–  მეუღლე და ქალ-ვაჟი გყავთ. ოჯახი გეხმარებათ, ხელს გიწყობთ… გაგვაცანით თქვენი ოჯახის წევრები… როგორია ის განწყობა, რითაც ახალი წლისთვის ემზადებით?
– რა თქმა უნდა, ოჯახის მხრიდან დახმარებისა და  ხელშეწყობის გარეშე ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა ასეთი საქმით დაკავება, ამ ხელშეწყობასა და დახმარებაში იგულისხმება: ბავშვების დატოვება, მათი მოვლა, სწავლის დროს ხელშეწყობა, მასალები, რომლებიც მჭირდებოდა და სხვა ბევრი რამ, რაზედაც არასოდეს დაფიქრებულან.
ჩვენს ოჯახში ვართ მე, ჩემი მეუღლე – ლევან იმედაძე, რომელიც ქსელების ინჟინერია, ბავშვები.  უფროსი გოგონა სკოლის მოსწავლეა და თავისუფალ დროს ძალიან ბევრ რამეში მეხმარება. პატარა საბა ბაღში დადის. მაზლი დიმა იმედაძე პროფესიით მოქანდაკეა, დედამთილ-მამამთილი ყველაფერს აკეთებენ ჩვენი კეთილდღეობისთვის. მყავს და – ნინო და უსაყვარლესი პატარა დისშვილი – ტასო. ძმა – დათო აბიტურიენტი. დედ-მამა: ტარიელი და მზია კერძო სახლში ცხოვრობენ და ხშირად ვაბეზრებ თავს ამა თუ იმ  ნაკეთობის დამზადების დროს.
როცა ვეტყვი, ხომ იცით, რა მაინტერესებს, ან ვიკითხავ – რა როგორ უნდა გავაკეთო, უკვე იცის მამაჩემმა, რომ მისი დახმარება მჭირდება. ახალი წლისთვის ყოველთვის განსაკუთრებული განწყობა მაქვს. ალბათ ისეთი, როგორიც ყველას  – ახლის ან უკეთესობისკენ რაიმეს შეცვლის. მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც ყოველთვის ვცდილობთ,  ახალი წელი ლამაზი და განსაკუთრებული იყოს.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია ეს ყველაფერი – ხატვა, ძერწვა და სხვა.
–   სამომავლო გეგმები…
– ზუსტად ვიცი, რომ ამ ყველაფრის კეთებას და განვითარებას არ მოვრჩები და… დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები