პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტს, სერქან კაპტანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო მიმდინარე თანამშრომლობის და ახალი ავიახაზებისა და მარშრუტების სტიმულირების საკითხები. აღინიშნა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში, ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკის კვალდაკვალ, არსებული სერვისების გაუმჯობესებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას TAV Airports-ის ვიცეპრეზიდენტი – ფრენკ მერეიდი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი – თეა ზაქარაძე და ვიცეპრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები