ხატავს ბავᲨვობიდან, ახლა 17 წლისაა, სწავლობს მუკუზნის საჯარო სკოლაᲨი. დაამთავრა გურჯაანის სამხატვრო სკოლა, ამ ბოლო დროს ინტენსიურად ხატავს, უმეტესად – ისტორიულ სცენებს და ნაწარმოებების პერსონაჟებს. – საბა ჩიტაშვილის პერსონა.
– როგორ დაიწყე ხატვა? პირველი ნახატები...
– პატარა ვიყავი, როცა ხატვა დავიწყე. ვხატავდი მანქანებს, ცხოველებს, ადამიანებს, ზოგჯერ ჩემი წარმოსახვითი სამყაროდან გადმომქონდა ფურცელზე რაღაცები.
– გურჯაანის სამხატვრო სკოლა დაამთავრე. თუმცა პარადოქსია, რომ მაშინ დროებით აღარ ხატავდი…
– არ ვიცი, ალბათ ასეთი პერიოდი მქონდა. ამ დაკარგულ დროს ძალიან ვნანობ, რადგან ვფიქრობ, ამ დროის განმავლობაში ბევრ რამეს ვისწავლიდი და დავხვეწდი.
– 17 წლის ხარ. მუკუზნის საჯარო სკოლაში სწავლობ… როგორ უთავსებ სწავლას და ხატვას ერთმანეთს?
– ვცდილობ, აბიტურიენტობას შევუთავსო ჩემი ხელსაქმე და როცა თავისუფალი ვარ, მთელი დარჩენილი დრო ხატვას დავუთმო. ვხატავ პასტით, ფანქრით, ტუშით, ასევე – ზეთის საღებავებით.– შთაგონება თუ გჭირდება ხატვის დროს?
– ამ ბოლო დროს ვცდილობ, ისტორიული სცენები დავხატო, ნაწარმოებების პერსონაჟები და სცენები, რომლებიც ჩემში ძალიან დიდ ემოციას იწვევს.
– მხატვრებიდან ვინ გიყვარს?
– მხატვრებიდან გამოვარჩევდი ფიროსმანს. ალბათ იმიტომ, რომ ქართველია, მომწონს, რომ მისი ნახატების თემატიკა ქართულია…
– მწერლები, მსახიობები, მომღერლები, წიგნის პერსონაჟები… თითქმის მთელი გალერეა გაქვს შექმნილი. რომელი მწერალი გიყვარს თავად?
– ჩემთვის გამორჩეული მწერლები არიან – ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა და შოთა რუსთაველი.
– როგორ დაიხატა „ანწუხელიძე“, ასევე, ძალიან სახასიათოა „არწივები“…
– ანწუხელიძე ჩემთვის უდიდესი ადამიანია და ჩემებურად აღვწერე ის სიტუაცია, რაც, ჩემი აზრით, იმ დროს, ხდებოდა.
– ჰამლეტ გონაშვილის სურათი…
– ჩემთვის ჰამლეტ გონაშვილი ყველასგან განსხვავებული მომღერალი იყო.
– ჰობი…
– სხვა განსხვავებული ჰობი არ მაქვს, მაგრამ ადრე ვცდილობდი, რომ ეზო გამელამაზებინა.
– სკოლაში იფინება შენი ნამუშევრები…
– მხოლოდ ერთხელ იყო გამოფენილი ჩემი ნახატები, ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ დირექტორს მაინც დავთანხმდი, რომ გამოეფინა. გამოფენისას ძალიან დათრგუნული ვიყავი, მოეწონებოდა თუ არა ხალხს ჩემი ნახატები და ვინ რას ფიქრობდა მათზე.
– ხატვას გააგრძელებ ალბათ…
– რა თქმა უნდა, ხატვას გავაგრძელებ. ვაპირებ, არქიტექტურულზე ვისწავლო და ასევე ჩემით ვისწავლო ანიმაციების შექმნა.
თამარ შაიშმელაშვილი