კიევ-პეჩერის ლავრაში ჩხრეკისას ამოღებულია პრორუსული ლიტერატურა, საბჭოთა პასპორტები და 100 ათასი დოლარი

უკრაინის უშიშროების სამსახურმა კიევ-პეჩერის ლავრაში, კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და რივნეს რეგიონში სარნენსკო-პოლესიეს ეპარქიის შენობაში ჩხრეკა დაასრულა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ტაძრების ტერიტორიაზე ნაპოვნია ადამიანები დოკუმენტების გარეშე; რუსეთის მოქალაქეები, ასევე 100 ათას დოლარზე მეტი და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.

გარდა ამისა, ჩხრეკისას ამოღებულია პრორუსული ლიტერატურა, რომელიც გამოიყენება სემინარიებსა და სამრევლო სკოლებში სწავლებისას, მათ შორის „რუსული სამყაროს“ იდეების პროპაგანდისთვის.

აღნიშნულია, რომ მონასტრებში აღმოჩენილ ზოგიერთ ადამიანს სსრკ-ს პასპორტები და სამხედრო ბარათები აღმოაჩნდა, ან საერთოდ არ გააჩნდა დოკუმენტების ორიგინალები, ან ჰქონდათ უკრაინის მოქალაქის პასპორტები გაყალბების ან დაზიანების ნიშნებით.

პოლიგრაფიული ტესტი 50-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა.

ლავრაში ჩხრეკის ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.

„ეს არის ტოტალური უღვთო ვაქჰანალია. ამას არანაირი გამართლება და ახსნა არ აქვს. ასეთი ქმედება ჯდება კიევის რეჟიმის ქმედებების ლოგიკაში”, – თქვა მარია ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები