ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ პატარა ხარაგაულში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.