13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, ბავშვის ბაბუის ძმა დააკავეს

შიდა ქართლში 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 65 წლამდე მამაკაცი დააკავეს. ბრალდებული ბავშვის ნათესავია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაბუის ძმა მოზარდზე სექსუალურად თვეების განმავლობაში ძალადობდა და აშანტაჟებდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, მამაკაცს გოგონა ნაქირავებ ბინაში მიჰყავდა, სადაც მის მიმართ გარყვნილ ქმედებას სჩადიოდა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები