ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ცხენს დაეჯახა და სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.