იციკ მოშე: რთული ოპერაცია იყო, ვინაიდან საქართველოში ყველას შეუძლია შემოვიდეს ტურისტად თუ სამუშაოდ და ამ პირობებში, როდესაც ასეთი ჯგუფი არის დაკავებული, ეს ხაზს უსვამს სპეცსამსახურების პროფესიონალიზმს
რთული ოპერაცია იყო, ვინაიდან საქართველოში ყველას შეუძლია შემოვიდეს ტურისტად თუ სამუშაოდ და ამ პირობებში, როდესაც ასეთი ჯგუფი არის დაკავებული, ეს ხაზს უსვამს სპეცსამსახურების პროფესიონალიზმს, – ამის შესახებ საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის საკითხს.
„ისრაელის დროით რვა საათზე გამოაცხადეს, რომ ლაპარაკია ჩემზე. რთული ოპერაცია იყო, ვინაიდან ძალიან ბევრი ტურისტია საქართველოში, საქართველო არ არის დახურული ქვეყანა, ყველას შეუძლია, რომ შემოვიდეს ტურისტად თუ სამუშაოდ და ამ პირობებში, როდესაც ასეთი ჯგუფი არის დაკავებული საქართველოს მხრიდან, პირველ ეტაპზე ხაზს უსვამს საქართველოში [სპეცსამსახურების] პროფესიონალიზმს.
ანტისემიტიზმის მხრივ არის უდიდესი ზრდა. თითქმის 50%-ზე უფრო მეტი ზრდა არის მსოფლიოში და იყო ასეთი ადამიანის, ან ებრაელის ან ისრაელელის მტერი, დღევანდელ დღეს ამას არ სჭირდება ძალიან ბევრი მიზეზი. ჩვენ ყველაფერს გავაგრძელებთ, ვინაიდან შეუძლებელია, რომ ყოველი დაშინების შემდეგ, ჯარისკაცი ჯარიდან წავიდეს, როდესაც რაკეტებია ადამიანებმა ქვეყანა დატოვონ. ჩვენ ვიმყოფებით ომში. როდესაც იბადები როგორც ებრაელი და ისრაელელი, ყოველთვის უნდა მუშაობდე შენი ქვეყნის, შენი თავის დასაცავად და ჩვენ ამას ვაკეთებთ“, – განაცხადა მოშემ.