ნეაპოლთან ახლოს, ქალაქ კუმაში „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა – Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქურდებმა ავტომობილი მოიპარეს.
იტალიური მედიის თანახმად, ქართველმა ფეხბურთელმა პოლიციაში განცხადება უკვე დაწერა.