სტრასბურგის სასამართლო დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის საჩივარზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
ის ცნობილი თბილისის დროით, დაახლოებით, 12:00 საათისთვის გახდება.
დეკანოზის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 3 წლის წინ გაგზავნა. სწორედ ეს დრო დასჭირდა საქმის განხილვას ევროსასამართლოში.
უფლებადამცველი კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას ასაჩივრებდა.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით „ციანიდის“ გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.