ზესტაფონში მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ზესტაფონში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს, აღკვეთის ღონიძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და არსებული რისკების გათვალისწინებით, ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფლავაკეში 50 წლის კაცმა 23 წლის ნათესავი მოკლა.
მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები