მკვლელობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში – მამაკაცმა მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. შემთხვევა სოფელ წიფლავაკეში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები