მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. მიზეზად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

აღნიშნული სამედიცინო დასკვნა კლინიკა „ვივამედის“ მედიკოსებმა გასცეს.
იმ შემთხვევაში, თუ საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საქმეზე პროცესი მომავალშიც გაჭიანურდება, სახელმწიფო ბრალდება არ გამორიცხავს სასამართლოს წინაშე ახალი შუამდგომლობით წარდგეს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. ამავე საქმეზე ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძეს, ზურაბ და შალვა წოწორიებს წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები