სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე ბოლო სხდომა დღეს ჩატარდება
მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ბოლო სხდომა დღეს ჩატარდება.
პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 15:00 საათზე დაიწყება.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები რეპლიკებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც, ნიკა გვარამია საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს. აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლეთა კოლეგია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ, პროკურატურა კი, ყველა ეპიზოდში როგორც ნიკა გვარამიას, ასევე, ზურაბ იაშვილის დამნაშავედ ცნობას ითხოვს.