„ყოველ დეტალში გულსა და სულს ვდებ“ – თვითნასწავლი ხელოვანი, რომლის შთაგონების წყაროც ცხოველებია

თელავის რაიონის სოფელ რუისპირში დაიბად. ყოველთვის მარტო თამაშობდა, რადგან დედისერთა. მოწონდა პლასტელინით ფიგურების კეთება.  თავისით ქმნიდ სათამაშოებს პლასტელინისგან. როგორც ამბობს, თავისი სამყარო ქონდა.
შემდეგ ნელნელა სხვადასხვა მასალის გამოყენება დაიწყო. ცხოველების უდიდესი სიყვარულის გამო ცხოველების კეთება დაიწყო. „აქტიურა ახლა მხოლოდ თექაზე ვმუშაობ, რადგან მართლა ჩემია. არ სჭირდება სახელოსნო და განსაკუთრებული პირობები. – თვითნასწავლი ხელოვანის, ნელი ბაჩიაშვილის პერსონა.

– ბავშვობიდან მახსოვს საკუთარი თავი პლასტელინით ხელში. სულ ვძერწავდი სხვადასხვა ფიგურას.  ეს იყო ჩემი თამაში. დედის ოჯახში გავიზარდე, უმამოდ. საკმაოდ გაჭირვებული პერიოდი გავიარეთ.  ხშირად პლასტელინის ყიდვის საშუალებაც კი არ გვქონდა. ძერწვა რომ მომინდებოდა, ნაკეთობებს ვშლიდი და სხვას ისე ვაკეთებდი. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო უკეთესი გამოდიოდა. პირველი ხელნაკეთები იყო პლასტელინის კაცუნები, რომლებიც, რა თქმა უნდა, არ შემომრჩა. შემდეგ სხვა მასალებით ვინტერესდებოდი. ასე გაჩნდა თიხაც, თაბაშირიც,  მინანქარიც  და თექაც ჩემს ცხოვრებაში.
– თქვენს ხელნაკეთებში ცხოველები სჭარბობენ… ალბათ თქვენც გყავთ ცხოველები სახლში…
– ცხოველების კეთება დავიწყე, რადგან ჩემთვის განსაკუთრებულები არიან. როდესაც ქუჩაში ამდენ გაუბედურებულ ცხოველს ვხედავ, ძალიან დიდ ტკივილს მაყენებენ. ეს არის ნებისმიერი მოქალაქის   პასუხისმგებლობა,  რასაც ერთი და ორი ადამიანი ვერ შევცვლით.
განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ. მე  სამი კატა  და ორი ძაღლი  მყავს. ყველა  მათგანი ქუჩიდანაა – ჩემს სახლთან გადმოგდებული პაწია ლეკვები და კნუტები. მსგავსი ქმედებები, ვფიქრობ, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ცხოველები ჩემთვის პიროვნებებივით არიან, ყველა თავისი ხასიათით. ალბათ ჩემი დამოკიდებულება მიმარტივებს  მათი ხასიათის გადმოცემას ნაკეთობებში.
დავამატებ, რომ ცხოველების ასლებზე მუშაობა მომხმარებლების მოთხოვნამ გამოიწვია. უნდოდათ თავიანთი შინაური ცხოველების ასლები. მეც გადავწყვიტე ასლებზე გადასვლა…
– თექისგან ულამაზეს ცხოველებს აკეთებთ… ხასიათი, განწყობა კარგად იგრძნობა…  გაქვთ გვერდი: „თექის ნაკეთობები სათამაშოები /N.B Handmade“…
– აქტიურად ახლა მხოლოდ თექაზე ვმუშაობ, რადგან მართლა ჩემია. არ სჭირდება სახელოსნო  და განსაკუთრებული პირობები. თექაზე მუშაობა ჩემით ვისწავლე. შემდეგ უკვე დროსთან და შრომასთან ერთად მივიღე ის შედეგი, რასაც დღეს ვქმნი.
ძალიან შრომატევადი იყო. თექაზე პირველი ნაკეთობა საკმაოდ სასაცილო გამოვიდა და დროთა განმავლობაში ესეც დავხვეწე.
ჩემთვის მაქვს თიხის, მინანქრის, თაბაშირის პორტრეტული ნაკეთობები. ყველა ნაკეთობა განსაკუთრებულია, რადგან  ყოველ დეტალში გულსა და სულს ვდებ.
ვიღებ შეკვეთებს და ვამზადებ  დიდი სიყვარულით. ძალიან მაბედნიერებს დადებითი კომენტარები და   მეტ მოტივაციას მაძლევს.
– და არ გაქვს რომელიმე, რომ დაგენანოს გასაგზავნად?
– ის, რასაც უკვეთავენ, არც შეიძლება დამენანოს. რამდენიმე ნაკეთობა მაქვს მხოლოდ, რაც ჩემთვის შევქმენი.
ეს ბუმბულში ნამუშევარია. ბუმბულითაც ვაწყობ ფიგურებს. მინდოდა  ფრინველის ფიტულის მსგავსის შექმნა, ასე დაიბადა ბუმბულებით მუშაობის იდეა. მოვაგროვე, თუ სადმე რაიმე ბუმბულზე ხელი მიმიწვდებოდა და დავიწყე  სათითაო ბუმბულის დაწებება. ასე, რამდენიმე დღის შრომის შემდეგ, დაიბადა ჩემი ბუ. ბოლო მასალა ბუმბულია, რომელზედაც მუშაობა ვცადე.
– და მაინც, რომელ მასალას ანიჭებთ უპირატესობას?
– თექა გამორჩეულია. ჩვეულებრივ ვმუშაობ მშრალი მოთელვის ტექნიკით. ჩემთვის კომფორტული სამუშაოა, რადგან სახლში შემიძლია კეთება. ჩემი შთაგონება  კი, ზემოთაც ვთქვი, ცხოველებია.
–  ამზადებთ პერსონაჟებს ფილმებიდან, თუნდაც  „ჯარისკაცის მამა“ ავიღოთ…
– ჯარისკაცის მამის იდეა, რა თქმა უნდა,  ფილმიდან წამოვიდა. ძალიან ემოციური ფილმია და ის, რაც დიდ ემოციას იწვევს, სურვილს აჩენს, შენებურად გამოხატვის. ასე შეიქმნა ჯარისკაცის მამის მინიატიურული ფიგურა.
– სამომავლო გეგმები…
– ახლა მაქვს ჩემი საქმე, რომელსაც ერთკაციან საწარმოს ვეძახი, სადაც მენეჯერიც მე ვარ, მუშახელიც და ასე შემდეგ. მინდა გავაფართოო ეს საწარმო და მყავდეს მოსწავლეები, სახელოსნო მოვაწყო და გავაფართოო გაყიდვების არეალი. ამისთვის საჭიროა ფინანსები. იმედია, ყველაფერი გამოვა.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები