ზელენსკი – ტრამპთან მოლაპარაკებების შესახებ: ჩვენი გუნდები უკვე მუშაობენ შეხვედრის ფორმატზე
ჩვენი გუნდები მუშაობენ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შინაარსსა და ფორმატზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავაში მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, სადაც მან პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრა გამართა.
„ჩვენი გუნდები უკვე მუშაობენ [ტრამპთან] მომავალი შეხვედრის შინაარსსა და ფორმატზე. იქ განვიხილავთ ძირითად საკითხებს. (…) ჩვენთვის მთავარია, ეს ომი დასრულდეს, მაგრამ არა რაღაცნაირად, არამედ სამართლიანი მშვიდობით. ამისათვის ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ რუსეთი აღარ დაბრუნდება ომით და ეს მოითხოვს უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დღეს ასეთი გარანტიები ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, შეიარაღების სერიოზული პაკეტები და უკრაინის არმიის მხარდაჭერაა.