რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით, მიკოლაევი დაბომბეს.
ამის შესახებ მიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა Telegram-ში დაწერა.
მისი თქმით, მაშველებმა ნანგრევებიდან 11 წლის ბიჭის ამოყვანა შეძლეს, რომელიც იქ 6 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ბიჭი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კიმის ინფორმაციით, ნანგრევებში კიდევ 7 ადამიანს ეძებენ.
ჯამში, საოკუპაციო ძალებმა მიკოპოლს 8 S-300 რაკეტა ესროლეს.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურმა Facebook-ში დაწერა, რომ მაშველები აგრძელებენ მაღალსართულიანი შენობების ნანგრევებში ადამიანების ძებნას და დანგრეული ნაგებობების დემონტაჟს.