საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კონსტანცაში პორტს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კონსტანცაში საზღვაო პორტის აღმასრულებელ დირექტორს, ფლორინ ვიზანს შეხვდა, რომელმაც კონსტანცას პორტში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“შეხვედრისას ისაუბრეს რუმინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და საზღვაო საბორნე გადაზიდვის ხაზების ჩამოყალიბების შესახებ. ამჟამად, საქართველოს მხოლოდ უკრაინასა და ბულგარეთთან აქვს პირდაპირი, რეგულარული საბორნე გადაზიდვები, თუმცა ევროკავშირთან ლურჯი საზღვრის არსებობის პირობებში, უმნიშვნელოვანესია საბორნე გადაზიდვები დაიწყოს რუმინეთის მიმართულებითაც”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები