ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციას აქტიურად გრძელდება. პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას ჩაუტარდება.
პირველი მონაკვეთზე სამუშაოები ქუვეითის ფონდის მიერ მხარდაჭერით მიმდინარეობს, ხოლო მერე და მესამე მონაკვეთები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოების საერთო ღირებულება 95 689 302 ლარია.
ხულო-ზარზმის გზის პროექტით გათვალისწინებულია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. პირველ და მეორე მონაკვეთებზე, რომელიც ჯამში 42 კმ-ს მოიცავს, ამ დროისთვის, მიწის ექსკავაციის, საყრდენი კედლებისა და წყალგამტარი ნაგებობების მოწყობის 70%-ზე მეტი უკვე დასრულებულია. პარალელურ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს 4 ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.
გზის საფუძვლის სტაბილიზაციისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების. ამ ეტაპზე, საფარი 2 კმ-მდე მონაკვეთზე უკვე დაგებულია, ხოლო წლის ბოლომდე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა დაგეგმილია 15 კმ-მდე მონაკვეთზე.
რთული რელიეფისა და გეოლოგიური პირობების გამო, 11 უბანზე განვითარებული მეწყრული პროცესების სახით შექმნილ გამოწვევებზე ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი შესწავლისა და საპროექტო გადაწყვეტილებების დამუშავების ღონისძიებები.
ხულო-ზარზმის განახლებული გზა უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს. მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაც.
ამასთან, განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.