როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსია მოსალოდნელი.