დიდ დიღომში გაზით ინტოქსიკაციის შედეგად ცოლ-ქმარი სახლში გარდაცვლილი იპოვეს
დიდ დიღომში ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს – გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია სახელდება. შემთხვევა იოანე პეტრიწის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზად არასწორად დამონტაჟებულ წყლის გამათბობელი სახელდება.
გარდაცვლილი ცოლ-ქმარი გაზის აღმრიცხველმა აბაზანაში აღმოაჩინა.
ცხედრები უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.