“გვჭირდება ეუთო ისე, როგორც არასდროს და ახალი არჩევნები” – სალომე ზურაბიშვილი

“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა საქართველოში ვიზიტის გადადების შესახებ”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავისა და იმედის გათვალისწინებას. ჩვენ გვჭირდება ეუთო ისე, როგორც არასდროს! და ახალი არჩევნები”, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას განცხადებით, მან საქართველოში ვიზიტი გადადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები