“ევროკავშირის წევრ რიგ ქვეყნებში  ახალი არჩევნები ელოდება მოსახლეობას, რიგ ქვეყნებში მთავრობა ვერ მტკიცდება” – გორდულაძე

”სამწუხარო ვითარებაა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სადაც რიგ ქვეყნებში ახალი არჩევნები ელოდება მოსახლეობას, რიგ ქვეყნებში მთავრობა ვერ მტკიცდება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

“ამავდროულად, ამ ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მაღალი თანამდებობის პირები, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ ქვეყანაში აქვთ უდიდესი გამოწვევები, ამ დროს იცლიან და საქართველოზე აკეთებენ განცხადებებს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს აქვს ერთი განსაკუთრებული მისია გარკვეული ძალებისთვის, ამ მისიას საქართველო არ ასრულებს და მასზე იძულების, თითის დაქნევისა თუ შანტაჟის მიზნით, ასეთი განცხადებები კეთდება. მაგრამ უნდა ვუთხრათ ამ ადამიანებს, რაც არ უნდა შანტაჟი იყოს, ღირსეულ ქართველ ხალხს ვერ გადაადგმევინებენ იმ ნაბიჯებს, რომ მერე შესრულდეს ლომჯარიას სურვილი და რუსთაველზე ბომბების ცეცხლის წვიმა წამოვიდეს. ასეთი რამ არ მოხდება, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს უზრუნველყოფს “ქართული ოცნების” გუნდი, ქართველი ხალხის გვერდით დგომის გარანტიით”, – აღნიშნავს გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები