“ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც საქართველო ვერ აკონტროლებს თავის ტერიტორიას, რაღაცაში ბრალის დასდო ქართულ მხარეს, არის უკიდურესი მტრობა საქართველოს ინტერესებისა” – შარმანაშვილი

“ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც საქართველო ვერ აკონტროლებს თავის ტერიტორიას, იქ რაღაცაში ბრალის დასდო ქართულ მხარეს, ეს არის უკიდურესი მტრობა საქართველოს ინტერესებისა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

„მთავარი არხის“ ეს სიუჟეტი იყო აბსოლუტურად დაცლილი ყოველგვარი მორალისგან. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც საქართველო ვერ აკონტროლებს თავის ტერიტორიას, იქ რაღაცაში ბრალის დასდო ქართულ მხარეს, ეს არის უკიდურესი მტრობა საქართველოს ინტერესებისა. რაც შეეხება ელექტროენერგიის განაწილების საკითხებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ეს ურთულესი საკითხია და ეს არ გრძელდება ერთი და ორი წელი. ეს გრძელდება იქიდან, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები დადგა და ახლა ეს გამოვიყენოთ ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ – დაუშვებელია“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, სოფელ საბერიოში ხანძარს გუშინ ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები