“ოპოზიციის პროტესტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, რადიკალიზაციის, პოლარიზაციისა და ანტიევროპულობის მკვეთრი გამოხატულებაა” – ცოტნე ანანიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი “ქართული ოცნებიდან”, ცოტნე ანანიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციებს ეხმაურება.
“ოპოზიციის პროტესტი, ჯერ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის და ახლა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტებთან დაკავშირებით, რადიკალიზაციის, პოლარიზაციისა და ანტიევროპულობის მკვეთრი გამოხატულებაა”, – წერს ცოტნე ანანიძე.