“მე რომ ვთქვა, რომ ჩვენთან კორუფცია აღარ არის, ტყუილი იქნება; ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობთ” – ვოლოდიმირ ზელენსკი

“მე რომ ვთქვა, რომ ჩვენთან კორუფცია აღარ არის, ტყუილი იქნება. ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობთ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

მისი თქმით, ქვეყანა გულწრფელად ებრძვის კორუფციას.

“უკრაინას აქვს ძალიან დახვეწილი ანტიკორუფციული სისტემა, რომელიც ბევრი ელემენტისგან შედგება. ყველაზე დახვეწილი ანტიკორუფციული სისტემაა მთელ ევროპაში. ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი მოთხოვნა. ეს იყო მოთხოვნა, რომელსაც უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში უყენებდნენ. ამის გამო უკრაინას არ ენდობოდნენ”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები