სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი რუხის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი რუხის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ექიმი განმარტავს, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს.
მისივე თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია.
შეგახსენებთ, ხანძარს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.