ვოლსკი – საბერიოში მომხდარზე: ასეთი ტრაგიკული გარემოების გამოყენება პოლიტიკური ნიშნით, არის მახასიათებელი საზოგადოების მცირე ნაწილის, რომელსაც ხელმძღვანელობს ე.წ. ოპოზიცია

“ასეთი ტრაგიკული გარემოების გამოყენება პოლიტიკური ნიშნით, არის მახასიათებელი საზოგადოების მცირე ნაწილის, რომელსაც ხელმძღვანელობს ე.წ. ოპოზიცია თავის საინფორმაციო საშუალებებთან ერთად”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა.

„საშინელი ამბავი დაგვატყდა თავს ყველას. რასაკვირველია, პირველ რიგში ოჯახს და ახლობლებს. საშინელი ტრაგედია მოხდა და ეს არ არის პირველი, როდესაც პოლიტიკური ოპონენტები ოპოზიციურ, მავნებლურ საინფორმაციო სივრცეში აჟღერებენ ინფორმაციას, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია იმისგან, რაც მოხდა. კვლავ პოლიტიკური სარჩულით და საფუძვლით. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი, ტრაგიკული გარემოების გამოყენება პოლიტიკური ნიშნით, არის მახასიათებელი ჩვენი საზოგადოების გარკვეული, თუნდაც მცირე ნაწილის, რომელსაც ხელმძღვანელობს ე.წ. ოპოზიცია თავის საინფორმაციო საშუალებებთან ერთად“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სოფელ საბერიოში ხანძარს  ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები