საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლოს-ანჯელესის მთავარ პროკურორს ჯორჯ გასკონს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლოს-ანჯელესის მთავარ პროკურორს ჯორჯ გასკონს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საქართველოს პროკურატურის და კალიფორნიის შტატის პროკურატურის წარმომადგენლები. საქართველოს პროკურატურის დელეგაციის სამუშაო შეხვედრები გაიმართა ასევე, გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI).

გარდა ამისა, ირაკლი შოთაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, კალიფორნიის ცენტრალური ოლქის მთავარ პროკურორს ტრეისი უილკისონს, ოლქის აღმასრულებელ პროკურორს ჯასტინ როუდსს და სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლეს მაიკლ რ. უილნერს შეხვდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის დელეგაცია გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
ვიზიტი საქართველოში ამერიკის საელჩოს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები