„ახლა პანდემიას „თაფლობის“ პერიოდი აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალი მუტაციის გაჩენის რისკი დაბალია“ – ივანე ჩხაიძე
ახლა პანდემიას, ასე ეძახიან, გარკვეულწილად, „თაფლობის“ პერიოდი აქვს, როდესაც შემთხვევები ნაკლებია, ყველაფერი მიდის შემცირებისკენ, ისევე, როგორც საქართველოში, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი მუტაციის გაჩენის რისკი დაბალია, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, ახალი მუტაცია გამოჩნდება.
„ახალ მუტაციასთან დაკავშირებით შეფასებები ერთმნიშვნელოვანია: ყველა ქვეყნის ვირუსოლოგი, ეპიდემიოლოგი აღნიშნავს, რომ ასეთი მუტაცია, სავარაუდოდ, გამოჩნდება. ახლა პანდემიას, ასე ეძახიან, გარკვეულწილად, „თაფლობის“ პერიოდი აქვს, როდესაც შემთხვევები ნაკლებია, ყველაფერი მიდის შემცირებისკენ, ისევე, როგორც საქართველოში, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი მუტაციის გაჩენის რისკი დაბალია. რისკი კვლავ მაღალი რჩება. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია და მოსახლეობის რაოდენობა დიდია“, – განაცხადა ჩხაიძემ.
თამუნა შეყილაძე