არჩილ გორდულაძე – გვარაკიძეზე: ეს არის გამორჩეული პროფესიონალი, გამორჩეული ექსპერტი სისხლის სამართლის საკითხებში

ეს არის ადამიანი, რომელიც არის გამორჩეული პროფესიონალი, გამორჩეული ექსპერტი სისხლის სამართლის საკითხებში. ამავდროულად, მას აქვს მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე თავისი საქმიანობის განხორციელების არაერთწლიანი გამოცდილება, – ასე შეაფასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატი გიორგი გვარაკიძე.

„რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა ვუსურვოთ ადამიანს წარმატება ამ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე წარდგენის პროცესში. კომიტეტზე მოვუსმენთ კანდიდატს. საქართველოს პარლამენტი და „ქართული ოცნების“ გუნდი მხარს დაუჭერს იმ კანდიდატს, რომელიც იქნება თავისი საქმის პროფესიონალი, გამორჩეული თავის საქმიანობაში და რომელიც ყველაზე მეტად იქნება შესაფერისი იმ მაღალი პასუხისმგებლობისა, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ჰქვია“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭოზე გენერალური პროკურორობის კანდიდატად, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები