უკრაინაში, ნიკოლაევის რაიონში რუსმა სამხედროებმა შვეიცარიელ ჟურნალისტს ცეცხლი გაუხსნეს და გაძარცვეს.
ამის შესახებ კიროვოგრადის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარია ჩერნაიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
თავად ჟურნალისტის თქმით, უკრაინის საგუშაგოს გადაკვეთის შემდეგ, ის თავისი სამსახურებრივი მანქანით სამხრეთისკენ გაემართა და რამდენიმე წუთში რუსმა ჯარისკაცებმა მას ახლო მანძილიდან ცეცხლი გაუხსნეს.
ამასთან, მანქანაზე აშკარად ჩანდა ნიშანი – “პრესა”.
ცეცხლის გახსნის შემდეგ, რუსებმა ის გაჩხრიკეს, წაართვეს პასპორტი, 3000 ევრო ნაღდი ფული, პირადი ნივთები, ჩაფხუტი, კამერით გადაღებული მასალა და ლეპტოპი.
ჟურნალისტი სამედიცინო დახმარების მისაღებად ქალაქ კროპივნიცკის მიმართულებით გაემართა.
ჩერნაიას თქმით, ჟურნალისტს ჭრილობები აღენიშნება.