ევროპარლამენტარი რადეკ სიკორსკი 3 000 ევროსა და ევროკავშირის ტერიტორიაზე სამწლიანი მუშაობის ნებართვას სთავაზობს ყველა იმ რუს სამხედროს, რომელიც ომზე უარს იტყვის და უკრაინიდან წავა. შესაბამისი ინიციატივით ევროპარლამენტარმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართა.
“ურსულა ფონ დერ ლაიენ, მოდით, სტრატეგიულად გამოვიყენოთ ევროკავშირის რბილი ძალა. ჩვენ შეგვიძლია, თითოეულ რუს ჯარისკაცს შევთავაზოთ 3000 ევრო და 3-წლიანი მუშაობის ნებართვა.
ეს ის გზაა, რომლითაც დასავლეთ გერმანია აღმოსავლეთ გერმანელებს კედლის გადაკვეთისას მიესალმა. ჩვენ მზად ვართ, უკან მიგიღოთ, ამას დანამდვილებით გეუბნებით”, – წერს ევროპარლამენტარი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.