საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის პარლამენტის მიერ ქართული მართვის მოწმობების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და დადებითად შეაფასა იგი, როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობის კონტექსტში, ასევე იმ პრაგმატული თვალსაზრისით, რაც ამ გადაწყვეტილებას საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვს.
Როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაში მნიშვნელოვანია პოზიტიური დღის წესრიგი და საბერძნეთის პარლამენტის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში არსებულ აქტუალურ საკითხებს.
“Საბერძნეთის პარლამენტის მიერ მართვის მოწმობების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც საბერძნეთში იმყოფებიან და ამ ქვეყანაში საქმიანობენ. ყოველგვარი გამოცდების გარეშე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ გაცვალონ მართვის მოწმობები და გარკვეულწილად ეს ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას, თუკი ასეთი ინტერესი აქვთ მათ საბერძნეთში. Რა თქმა უნდა, ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით”,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.