ტრამპი: აშშ ფარმაცევტულ იმპორტზე ტარიფებს მალე გამოაცხადებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მალე გამოაცხადებს “ძირითად” ტარიფს ფარმაცევტულ იმპორტზე.
კონგრესის ეროვნულ რესპუბლიკურ კომიტეტში გამართულ ღონისძიებაზე საუბრისას, ტრამპმა თქვა, რომ ტარიფი კომპანიებს წაახალისებს, გადაიტანონ თავიანთი ოპერაციები აშშ-ში.
პრეზიდენტს ფარმაცევტულ ტარიფებზე დეტალურად არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ რადგან ამერიკული ბაზარი ძალიან დიდია, ტარიფების შემოღების შემდეგ მწარმოებლები ამერიკაში „გაიქცევიან“.
როგორც უცხოური მედია წერს, თეთრი სახლის ლიდერს არაერთხელ უთქვამს, რომ ქვეყანაში ფარმაცევტული წარმოების ნაკლებობაა. მას მანამდეც უთქვამს, რომ აშშ-ში წამლების წარმადობის გაზრდის მიზნით ის იმპორტულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესებას გეგმავს.