რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონიდან უკრაინაში ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნიან
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ჩართულობითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს შეიძენს.
ამ დროისათვის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მასში შემავალი მუნიციპალიტეტების ჩართულობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან თანხის მობილიზებას ახორციელებს.
სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდება ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების შეძენა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესსექტორს და თითოეულ მოქალაქეს.
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.