კოვიდინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, იმერეთსა და აჭარაში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი შემთხვევებიდან: თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა, აჭარა – 1 958, იმერეთი – 1 990, ქვემო ქართლი – 831, შიდა ქართლი – 877, გურია – 240, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 680, კახეთი -704, მცხეთა-მთიანეთი – 391, სამცხე-ჯავახეთი – 310, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 62.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 087 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 78 172 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 46 900, „პისიარ“ ტესტით – 31 272.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 22,42%, ბოლო 14 დღის – 15,32%, ბოლო შვიდი დღის – 19,58%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 092 684 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 977 832 გამოჯანმრთელდა, 14 813 კი, გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები