განაში სატვირთოს აფეთქებას, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა

განას დასავლეთ რეგიონში სატვირთოს აფეთქებას, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას Ghana Web-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმციით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც სამთო ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული სატვირთო მოტოციკლს შეეჯახა.

აფეთქების ზონაში ნაწილობრივ დაინგრა სახლები და ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები