„გაუგებარია, რა ნიშნით შეარჩიეს ახალი მინისტრები“

   როგორი მიდგომაც აქვს საზოგადოებას სახელმწიფოს მიმართ, ისეთივე მთავრობის შემადგენლობა მივიღეთ, – ამის შესახებ „რეპორტირის“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განაცხადა. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული საკადრო ცვლილებების საფუძვლები მისთვის გაუგებარია.
„გაუგებარია, რა ნიშნით შეარჩიეს ახალი მინისტრები. რა არის მათთვის დამახასიათებელი ის ძალიან განსაკუთრებული უნარები, რის გამოც, ჩვენ, ახალი მინისტრები უკეთეს ცხოვრებას შეგვიქმნიან. თუ ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და კრიმინოგენული ვითარების გამოსწორება უნდოდა, მაშინ სხვა მინისტრები უნდა შეეცვალა. ამიტომაც მგონია, რომ ეს იყო პიროვნულ განწყობაზე აწყობილი და არა საჭიროებისთვის განხორციელებული ცვლილებები“,-განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები