ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელსაც ოპოზიცია და მისი სატელიტი ტელევიზიები ნგრევად, ხოლო ქველმოქმედებას ანგარებად წარმოაჩენენ – POTSV
დადიანების სასახლის ახალი სიცოცხლე, ოპერისა და ბალეტის თეატრი, რუსთაველის თეატრი, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, მარიონეტების, მოზარდ მაყურებელთა, გრიბოედოვის , მარჯანიშვილის და თავისუფალი თეატრები, ბათუმის, სენაკის და ოზურგეთის თეატრები, ეკლესია-მონასტრები, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, დენდროლოგიური პარკი და სხვა – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მასშტაბური პროექტებისა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სფეროში განახორციელა და შემდეგ ხალხს გადასცა საჩუქრად – ნათქვამია POTSV-ს სიუჟეტში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსებულ საქველმოქმედო პროექტებს ეხება.
სიუჟეტის ავტორის თქმით, ბოლო 9 წელია ოპოზიციად წოდებული ნაცმოძრაობა და მისი სატელიტი ტელევიზიები შენებას ნგრევად, ხოლო ქველმოქმედებას ანგარებად წარმოაჩენენ და ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეულ საქველმოქმედო საქმიანობას ისე ხატავენ, თითქოს ყველაფერს მხოლოდ პირადი კომფორტისთვის აკეთებს. თუმცა საზოგადოება არაერთხელ დარწმუნდა, რომ ნაცები გამუდმებით იტყუებიან და მათი მიზანი საზოგადოებისთვის დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებაა, ეს ყველაფერი კი იმისთვის კეთდება, რომ ხალხში შფოთი გამოიწვიონ.
სიუჟეტში საუბარია დადიანების სასახლეზე, სადაც კულტურის სამინისტროს ძალისხმევით ულამაზესი საშობაო მეჯლისი მოეწყო. ღონისძიება ძირითადად სასახლის ეზოსა და ნიკოსეულ სასახლეში ჩატარდა. აქვე ნაჩვენებია, თუ რა სავალალო მდგომარეობაში იყო სასახლე რესტავრაციამდე.
„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით,ფონდმა „ქართუ“ სასახლის რესტავრაცია დააფინანსა და დანგრევისთვის განწირულ შენობას ახალი სიცოცხლე შესძინა. დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოებზე 1 328 000 დოლარი დაიხარჯა.
უკანასკნელი 9 წელია ოპოზიციად წოდებული ნაცმოძრაობა და მისი სატელიტი ტელევიზიები შენებას ნგრევად, ხოლო ქველმოქმედებას ანგარებად წარმოაჩენენ.
ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეულ საქველმოქმედო საქმიანობას ისე ხატავენ, თითქოს ყველაფერს მხოლოდ პირადი კომფორტისთვის აკეთებს. თუმცა საზოგადოება არაერთხელ დარწმუნდა, რომ ნაცები გამუდმებით იტყუებიან და მათი მიზანი საზოგადოებისთვის დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებაა. ცხადია, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ხალხში შფოთი გამოიწვიონ, თუმცა POTSV-ის გუნდი ყოველთვის მზად არის, ასეთი ფეიკ რეპორტაჟები გამოააშკარაოს“ – ამბობს სიუჟეტის ავტორი და მაგალითად რამდენიმე რეპორტაჟი მოჰყავს.
„ყველაზე მეტი ფეიკ რეპორტაჟი დენდროლოგიურ პარკზე მოამზადეს. 3 წლის მანძილზე ამტკიცებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი პირად ეზოს იწყობდა, თუმცა მასშტაბური სამუშაოების შედეგი მოსახლეობამ საკუთარი თვალით ნახა. პარკი ყველა მსურველისთვის ღიაა და მისი დათვალიერება უსასყიდლოდ შეუძლიათ. გახსნის დღიდან პარკს 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელზეც ამბობდნენ, რომ საერთოდ ვერ აშენდებოდა. თუმცა უნივერსიტეტმმა უკვე სტუდენტების ორი ნაკადი მიიღო და წარმატებით ფუნქციონირებს.
კულტურის სფეროში საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის წვლილი უდიდესია. ფონდის დაფინანსებით რესტავრირდა და განახლდა საქართველოს თეატრები: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, გაბრიაძის სახელობის მარიონეტების, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა, გრიბოედოვის , მარჯანიშვილის და თავისუფალი თეატრები.
განახლდა და რესტავრირდა ასევე ბათუმის, სენაკის და ოზურგეთის თეატრები.
ფონდ ქართუს დაფინანსებით, მთელი საქართველოს მასშტაბით 800 ზე მეტ ისტორიულ ძეგლს, ეკლესია-მონასტერს ჩაუტარდა რესტავრაცია.
ბიძინა ივანიშვილმა სოთბის და ქრისტის აუქციონზე შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს გადასცა საჩუქრად ფიროსმანის ორი ნახატი, „არსენალის მთა ღამით“ და „შველი წყლის პირას“.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მასშტაბური პროექტებისა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სფეროში განახორციელა და შემდეგ ხალხს გადასცა საჩუქრად.
ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დამსახურება ჩვენი ეროვნული იდენტობის გადარჩენისა და აღორძინების საქმეში მართლაც ფასადუდებელია. ის ყველაფერი, რაც ივანიშვილების ოჯახმა დააფინანსა, ქართველ ხალხს და მომავალ თაობას დარჩება“ – ნათქვამია სიუჟეტში.