პრაღაში ათასობით ადამიანმა მოსახლეობისა და პროფესიების გარკვეული ჯგუფებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო, სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება გააპროტესტა.
მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი ეჭვქვეშ აყენებენ ვაქცინების ეფექტურობას და ეწინააღმდეგებიან ბავშვების იმუნიზაციას.
შეკრებილები სკანდირებდნენ – “თავისუფლება, თავისუფლება”.
სკანდირებით დედაქალაქში მსვლელობა მოაწყო.
პრაღამდე, საპროტესტო აქციები 8 იანვარს ჩეხეთის სხვა ქალაქებში გაიმართა.
2021 წლის დეკემბრის დასაწყისში, ჩეხეთის მთავრობის დადგენილებით, კოვიდ19-ის საწინააღდმეგო ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ასევე, სამედიცინო პერსონალისთვის, პოლიციის თანამშრომლებისთვის, მეხანძრეებისა და სამედიცინო უმაღლესების სტუდენტებისთვის. განკარგულება ძალაში მარტში უნდა შესულიყო.
თუმცა, მოგვიანებით, დეკემბერში, პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშის ადმინისტრაცია შეიცვალა და ახალი მთავრობა 60 წელს გადაცილებული პირების სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოვიდა და მზად იყო, განკარგულება გაეუქმებინა.
ამავდროულად, ახალმა ადმინისტრაციამ არ გამორიცხა, რომ, პანდემიის განვითარებიდან გამომდინარე, ზოგიერთი ჯგუფისთვის ვაქცინაცია კვლავ სავალდებულო იყოს.
მთავრობამ გადაწყვეტილება თებერვლის შუა რიცხვებამდე უნდა გამოაცხადოს.