მაია ჩხაიძე: “ომიკრონის” სამიზნე აღმოჩნდნენ ბავშვები და 40 წლამდე ასაკის ადამიანები
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის – “ომიკრონის” სწრაფი გავრცელება ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას გამოიწვევს.
“ომიკრონის” სამიზნე აღმოჩნდნენ ბავშვები და 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. რადგანაც მსოფლიოს მასშტაბით ბავშვებში ჰოსპიტალიზაცია გაიზარდა, ვვარაუდობ, რომ ჩვენთანაც ასე იქნება. ამის გამო ჰოსპიტალურ სექტორზე იქნება დიდი ზეწოლა”, – აცხადებს მაია ჩხაიძე.