გურამ მაჭარაშვილი არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: თუ მიიღებენ მონაწილეობას – ვაია, იმიტომ, რომ კიდევ უფრო უარესად დამარცხდებიან

„თუ მიიღებენ მონაწილეობას – ვაია, იმიტომ, რომ კიდევ უფრო უარესად დამარცხდებიან,“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა,  გურამ მაჭარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის თემაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია საერთოდ გაქრება პოლიტიკური ველიდან.

„თუ მიიღებენ მონაწილეობას [ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში] – ვაია, იმიტომ, რომ კიდევ უფრო უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან. არ მიიღებენ მონაწილეობას – უია, იმიტომ, რომ საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური ველიდან. ასე რომ, რა თქმა უნდა, თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ეს იქნება მორიგ ჯერზე დასტური, რომ არასერიოზულად ეკიდებიან ნებისმიერ საკითხს და უფრო გააიოლებენ იმ პროცესს, რაც დაწყებულია – საქართველოს პარლამენტში [დროებითი საგამოძიებო] კომისიის სახით. მტკიცებულებები უამრავია, რომ გაქრნენ პოლიტიკური ველიდან”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები