ლაშა ქარდავამ აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებს, სააღდგომო ნობათები გადასცა

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენელ გიორგი დათუაშვილთან ერთად, თბილისში, კომპაქტური განსახლების ადგილზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა,“- ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლაშა ქარდავას თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სააღდგომო ნობათების გადაცემა სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღესასწაულების პერიოდში ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებითა და ჩვენი ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს სააღდგომო ნობათების გადაცემა სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე“- განაცხადა ლაშა ქარდავამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან დროებით დევნილ, მოწყვლადი კატეგორიის 1000-მდე ოჯახს გადაეცა. დარიგების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აფხაზეთის მთავრობის წევრები, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები