კარლ ჰარცელი: ევროკავშირი გილოცავთ ახალ წელს!

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს. წლის შემაჯამებელ ვიდეოში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს, გასული 12 თვის მნიშვნელოვანი მოვლენებია ასახული.

ვიდეოში საუბარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით გამართულ მედიაციის პროცესზე, ევროკავშირის მიერ ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგზე.

„რადგან 2021 წელი დასასრულს უახლოვდება, გვსურს, შევაჯამოთ ბოლო 12 თვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. ევროკავშირი საქართველოში გილოცავთ ახალ წელს!“, – წერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი „ტვიტერში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები