საქართველოს გენერალური პროკურორი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, აქბარ ღასემი ალი აბადის შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე – ნათია მერებაშვილი და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს პროკურატურის ორგანოების ძირითადი ფუნქციები, მუშაობის სპეციფიკა და საქმიანობის თავისებურებები გააცნო. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე. შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები