საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ანიკა სოდერს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ანიკა სოდერს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და აქტუალური საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს დელეგაციის და საქართველოს პროკრატურის წარმომადგენლები.

შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა მომავალშიც მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები