ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით, ჩვენთან „დელტას“ ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ, დიდი ალბათობით, მომავალ პერიოდში გამოჩნდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, საქართველოში „დელტა“ შტამის ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა.
მისივე თქმით, მობილობის გაზრდის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, ახალი შტამი მომავალ პერიოდში გამოჩნდება.
„მოგეხსენებათ, რომ ახალმა შტამმა დაიწყო უკვე ცირკულაცია ჩვენს მეზობელ, ჩრდილოეთის ქვეყანაში საკმაოდ ინტენსიურად. ასევე, 27 ქვეყანაშია ის უკვე დაფიქსირებული. ჩვენთან, ლუგარში ინტენსიური მეთვალყურეობა მიმდინარეობს. ჯერჯერობით, ჩვენთან „დელტას“ ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ, დიდი ალბათობით, მომავალ პერიოდში გამოჩნდება, რადგან, მოგეხსენებათ, მობილობა და მოგზაურობა გაზრდილია. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული“, – განაცხადა გამყრელიძემ.