ევროკავშირი მზად არის, ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობა განიხილოს

ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე საიმიგრაციო ჰიბრიდული თავდასხმის გამო, ევროკავშირი მზად არის, ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობა განიხილოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ბელარუსის ხელისუფლების ქმედებებს ჰიბრიდულ თავდასხმად განვიხილავთ. ხალხი, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმი იყენებს, მსხვერპლია. მიგრაციის ეს ინსტრუმენტალიზაცია ევროკავშირზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს. ლუკაშენკოს რეჟიმზე ზეწოლა გაგრძელდება. მზად ვართ, შემდგომი სანქციების ვარიანტები შევისწავლოთ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში აღნიშნულია, ევროკავშირი გააგრძელებს ბელარუსის რეჟიმის მხრიდან მიმდინარე ჰიბრიდული თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მათ შორის დამატებითი შემზღუდავი ზომების დაწესებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები